საინტერესო ფაქტები

  • 1930–იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს ნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც, ზოგიერთი ადამიანი, ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასის ფუტლარს, რათა არასასურველი თვალისგან დაეფარა მისი სახლში მიტანა
  • სასაათო სარტყლების მიხედვით, ახალი წლის აღნიშვნა პირველად ყოველთვის იწყება წყნარ ოკეანეშიკირიბატისკუნძულებზე. უკანასკნელები კი ძველ წელს აცილებენ კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეი მცხოვრებლები
  • ძველ რომში ეს დღე ეძღვნებოდა იანუსს — არჩევნის, კარებისა და ყოველივე საწყისის ღმერთს. იანვარმა სახელწოდება სწორედ იანუსის პატივსაცემად მიიღო, რომელსაც გამოსახავდნენ ორი სახით: ერთი იყურებოდა წინ, მეორე კი — უკან.

No comments:

Post a Comment