არგენტინა
ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.
ფოიერვერკი ლონდონის თავზე |
ავსტრალია
ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი
მიანმარი
იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.
ფოიერვერკი კოპენჰაგენში |
ბულგარეთი
ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.
კოპაკაბანის პლაჟი ,რიო-დე-ჟანეირო |
კუბა
ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.
მიკრონეზია
მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.
No comments:
Post a Comment